რატომ არ გვარდება პრობლემა, რომლის შესახებაც თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმირებულია - მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი არქიტექტურული პროექტი მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს, რაც ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, თუმცა მშენებლობა მაინც არ ჩერდება. ხელისუფლების უმოქმედობის შემდეგ ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ბიზნესინტერესების ლობირებაში ბიძინა ივანიშვილის ძმაც დაადანაშაულეს.