ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 49 წლის კაცი დაჭრეს - მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. ფორმულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.