
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1 ადამიანი დაჭრეს.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.