![საია: რეპრესიული კანონების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/2f045395-c3a3-442a-8584-caf3563424f4.jpg)
ქართული ოცნების არალეგიტიმიური პარლამენტის ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა.
ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
2019-2022 წლებში თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე იყო.