ყაველაშვილმა ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა

ყაველაშვილმა ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა

ქართული ოცნების მიერ მიღებული ადამიანის უფლებების შემზღუდველი კანონები ოცნების მიერვე პრეზიდენტად დასმული ყაველაშვილის ხელმოწერით ძალაში შედის.

საუბარია მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის შეკრებების დროს პიროტექნიკისა და ლაზერის აკრძალვაზე, ასევე სახის შენიღბვის აკრძალვასა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად, საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაცია მარტივდება.

კერძოდ, რეორგანიზაციისას შტატების შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა; ასევე, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი.

ასევე, ყაველაშვილის ხელმოწერილი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება სანქციები. ასევე, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები.

ყველა საკანონმდებლო ცვლილება ერთპარტიულმა პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო.