ფუკუშიმას ელექტროსადგურზე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

ფუკუშიმას ელექტროსადგურზე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

იაპონიაში, ფუკუშიმას ელექტროსადგურზე 5,5 ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, შემდეგ კი კომპანია Tokyo Electric Power Company-მ (TEPCO) დაადასტურა.

შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 08:53 საათზე მოხდა. TEPCO-ს მონაცემებით, გაჟონილი წყლის უმეტესი ნაწილი მიწამ შეიწოვა და მონიტორინგის შედეგად, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

არსებული ინფორმაციით, გაჟონილი წყლის რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია.

ფუკუშიმას ელექტროსადგური 2011 წელს იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანდა, ხელახლა კი ის 2023 წელს ამუშავდა.