მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. წლევანდელი პროგრამით, ბაზრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო სამ ქართველ მწერალს - თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს, თუმცა, ისინი მწერალთა სახლთან, დირექტორის პოზიციაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ. ინფორმაცია თავდაპირველად პუბლიკამ გაავრცელა. ბოიკოტის რეჟიმშია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც, რომელიც მწერალთა სახლთან ერთად პროექტის ორგანიზატორი იყო. ქეთი დუმბაძემ ფორმულას უთხრა, რომ პროექტს მწერალთა სახლი მარტო ვერ განახორციელებს, ასოციაციიდან კი პასუხს თანამშრომლობის შესახებ ამ დრომდე ელოდება.