
პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვი არ არის, არამედ დათვია, ხოლო მისი თქმით, "ქაღალდის დათვები არ არსებობენ."
"რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. ქაღალდის დათვები არ არსებობენ. რუსეთი რეალური დათვია. პუტინმა არაერთხელ აღწერა ჩვენი დათვი ემოციის სხვადასხვა ხარისხით. მასში არაფერია ქაღალდის", — განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ამტკიცებს, რომ მიუხედავად „დაძაბულობის გარკვეული წერტილებისა“, რომლებიც მრავალრიცხოვან შეზღუდვებსა და სანქციებს უკავშირდება, რუსეთი ინარჩუნებს მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
„არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო სრულიად არაპროგნოზირებადი მაკროეკონომიკური პირობების პერიოდში შევიდა. ეკონომიკური ანალიზის ჩატარების უნარი გლობალურად გაქრა. ეკონომიკური ანალიტიკოსი რომ ვიყო, სხვა სამსახურს მოვძებნიდი, რადგან პროგნოზირება შეუძლებელია“, — განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე რუსეთი "ქაღალდის ვეფხვად" მოიხსენია.