
აგერ არის ფაქტები, რომლებსაც თავად ქმნიან, რაც მთავარია. ან მათი [ევროკავშირის] დაკვეთით ხდება, ან თავად აზიარებენ და ეყრდნობიან ან ანგარიშებსა და შეფასებებს. შემდეგ, რომ ვეუბნებით, კი მაგრამ აი ფურცელი, ფაქტი, ცაში იყურებიან, თითქოს არაფერი სმენიათ და არაფერი მომხდარა.
სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველო ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველო დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველო ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველო ევროინტეგრაციის განვითარებით - არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას აღარ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს რომ მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რეიტინგებს აღარ აღიარებენ?! გეოგრაფიას როცა აღარ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მათზე.
განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგაერო საქმეთა მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევასთან დაკავშირებით.