საია: 31 წელში პირველად, არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდებით

საია: 31 წელში პირველად, არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 31 წელში პირველად, ორგანიზაცია ადგილობრივ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება.

მათი თქმით, ქვეყანაში არსებული რეპრესიული პოლიტიკა და შემზღუდველი კანონები შეუძლებელს ხდის "შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას."

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 31 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება.

2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს", - წერს საია.