ტალიაშვილი: ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კომუნიკაცია გამართა

ტალიაშვილი: ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კომუნიკაცია გამართა

აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

მისივე თქმით, ყაველაშვილმა დონალდ ტრამპთან "კომუნიკაცია გამართა."

ტალიაშვილი ასევე ირწმუნება, რომ "ოცნების" პრეზიდენტი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

"საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მიწვევით, დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით, აღსანიშნავია, რომ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა, კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ოფიციალური მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული, პოზიტიური გზავნილებით. ოფიციალური მიღების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ამ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები. ასევე, მათთან იყო კომუნიკაცია და ინტერაქცია", - განაცხადა ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, ყაველაშვილი ნიუ-იორკში 21 სექტემბერს გაეგმზავრა. იგი გაეროში სიტყვით ხვალ გამოვა.