ფოტიგა ივანიშვილზე: დროა ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს

ფოტიგა ივანიშვილზე: დროა ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს

ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას განცხადებით, დროა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს.

"სანდო ქართველი ექსპერტები ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს", - წერს ფოტიგა X-ზე.