ფორმულას წყარო: ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ

ფორმულას წყარო: ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ

ფორმულას წყაროს თანახმად, ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქციება განიხილება. ბრიუსელიდან წყარო ყვება, რომ ამჟამად განხილვის საგანი არა ქართული ოცნების ოფიციალური წარმომადგენლების, არამედ - მოსამართლეების სანქცირებაა.

წყაროს თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო სია, თუმცა მასში აუცილებლად იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყალბ სასამართლო პროცესებსა და უსამართლო განაჩენებზე.

წყარო ამბობს, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, დიდი ალბათობით, სანქციების სიის პირველ ტალღაში მოხვდება.

ეს საკითხი დღეს ბრიუსელში ელჩების დონეზე განიხილეს. 15 ივლისს კი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. შესაძლოა, დამატებითი ინფორმაცია სხდომის დასრულების შემდეგ გახდეს ცნობილი.

23 ივნისს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოზეც ისაუბრა.

მან თქვა, რომ მზად არიან, განიხილონ დამათებითი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია [რეპრესიულ და უკანონო ქმედებებზე საქართველოში] და დასძინა, რომ ჰქონდათ დისკუსია, რომ "სანქციები დაუწესდეთ მოსამართლეებს, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ".