ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროპულ ფოლადსა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია - ეს ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს.

ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფების 25%-იან ზრდაზე.