ფლანგვის დეტექტორი: 26 მაისისთვის ბიუჯეტიდან 7 მლნ-ზე მეტია გამოყოფილი, ნაწილი უტენდეროდ

ფლანგვის დეტექტორი: 26 მაისისთვის ბიუჯეტიდან 7 მლნ-ზე მეტია გამოყოფილი, ნაწილი უტენდეროდ

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან უდიდესი ნაწილი კი - ტენდერის გარეშე.

კერძოდ, ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ 26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ღონისძიებების ჩატარება დაავალა და 2025 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო:

⚬ კულტურის სამინისტრო - 2.9 მლნ ლარი (სარეზერვო ფონდიდან).

⚬ თავდაცვის სამინისტრო - 2.2 მლნ ლარი (ფიცი, სცენა, ტრიბუნები, ავია-გადაფრენა).

⚬ სხვა უწყებები - ასობით ათასი ლარი რეგიონული ღონისძიებებისთვის.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ კულტურის სამინისტროს გარდა, ყველა შესყიდვა ტარდება გამარტივებული წესით - ტენდერის გარეშე.

წელს ღონისძიება არ გაიმართება რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე კი მხოლოდ ფიცის დადების ცერემონია იგეგმება.