ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020-23 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა.
"31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გაპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა
ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება
2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად - 191 ემსახურებოდა
ამავე წლებში 8 ქალაქის - ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ", - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.