სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ის NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და თავისი მმართველობის პერიოდში ამას არ დაუშვებს.
"სანამ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ვარ, დეპუტატებს, რომლებსაც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკურად ვაკონტროლებ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის უფლებას არ მივცემ", - აღნიშნა ფიცომ.
ამასთან, ფიცომ თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში შესვლას მხარს უჭერს, მაგრამ ეს, მისი აზრით, კიდევ რამდენიმე წელი ვერ მოხდება. სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრება მესამე ომის საფუძველი გახდება.
NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის პრორუსულობა ჯერ კიდევ 2023 წლის არჩევნებიდან გახდა ცნობილი. ფიცოს გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყვიტა და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.