
გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს.
"ამ დღეს 50 წლის წინ გაფორმდა ზაარბრიუკენისა და თბილისის დამეგობრების პარტნიორობა – რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ის ზარალდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რაც გერმანიამ და ევროკავშირმა დაადასტურეს. გერმანია გააგრძელებს საქართველოს ხალხთან კავშირების გაღრმავებას", - წერს ფიშერი.