სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს თბილისის აეროპორტში დაესხნენ თავს. მეორე შემთხვევაა ბოლო ორ დღეში, როცა დაბრუნებულ მგზავრს თავს ესხმიან. TAVairports, ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?
- ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, X-ზე წერს და სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას სამარცხვინოს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.