ფიშერი: როცა ორბანი ჩამოვა თბილისში, ის ისაუბრებს უნგრეთის სახელით და არა ევროკავშირის

განმარტებითი განცხადება ქართველი მეგობრებისთვის: როცა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა თბილისში, ის ისაუბრებს უნგრეთის ხელისუფლების სახელით, და არა ევროკავშირის სახელით. იმისთვის რომ ევროკავშირის პოზიცია გაიგოთ, უსმინეთ შარლ მიშელს და ჯოზეფ ბორელს.

წერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე.

*საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის.