ფიშერი ოცნების პროპაგანდაზე: ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის

გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს; ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპულმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის.

თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა დეზინფორმაციის ექსპერტთან ნინი შენგელიასთან ინტერვიში.[ნინი შენგელიას თარგმანი]