ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მთლიანობაში, ფინეთის სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
"მადლობელი ვარ ფინეთის პრეზიდენტის. ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინა თავდაცვის ახალი პაკეტით უზრუნველყოს. საერთო ჯამში, ფინეთის სამხედრო დახმარება უკვე 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ეს მხარდაჭერა აძლიერებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთს და ევროპის უსაფრთხოებას. ვაფასებ ჩვენი შეთანხმების შესრულებას და ფინეთის პრინციპულ პოზიციას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე უკრაინასა და მთელ ევროპაში", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.