ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენი ხნითაც საჭირო იქნება

უკრაინის გმირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგ უკრაინის, როგორც ერის არსებობის საკითხია. ჩვენ ფინეთში გვესმის, რისი გადატანა უწევს უკრაინას.

უკრაინა არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისთვისაც იბრძვის. უკრაინა და მისი დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჩვენს პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებენ.

ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენი ხნითაც საჭირო იქნება ეს.

წერს X-ზე ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი.