ფინეთის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს განცხადებით, რუსეთი აშკარად ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და იგი "ევროპისთვის მუდმივ და ეგზისტენციალურ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს."
„წარმოიდგინეთ, რა მოხდება შემდეგ, თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს. რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულია და ყოველი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად დაბალი ფასია იმ ალტერნატიულ ხარჯებთან შედარებით, რაც კრემლის გამარჯვებას მოჰყვება“. - თქვა მან.
პეტერი ორპომ ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებისა და მისი საზღვრების უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი უძლეველი არაა, მაგრამ ამასთანავე, "თვითკმაყოფილება არჩევანი აღარ არის".
"ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს გამოწვევა, თუ ჩვენს რესურსებს გავაერთიანებთ. ჩვენ გვაქვს ფინანსური საშუალებები, ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პოლიტიკური ვალდებულება", - თქვა მან.