
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.
"უკრაინის ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის შეჭრიდან 3 წლის შემდეგ კვლავ მძიმედ რჩება. ვითარება განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე გაუარესდა. ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაეროსა და წითელი ჯვრის შუამავლობით მიაწვდიან.