"ფედერალისტები" - ამ სახელწოდების ახალი პარტია ოფიციალურად წარადგინეს ცოტა ხნის წინ ევროპული საქართველოდან წამოსულმა პოლიტიკოსებმა. ჯერ ზუსტად არ იციან, მიიღებენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება მათ ხედვას, - მიაჩნიათ, რომ ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა.