ნიკოლ ფაშინიანი არ ეთანხმება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების თბილისში გადმოტანას. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის შეთავაზებას აღიქვამს ბაქოს მცდელობად, გავიდეს გრანადის შეთანხმებიდან და გაანეიტრალოს მიღწეული პრინციპები. ალიევი განცხადებით თბილისში, 3 დღის წინ გამოვიდა, იმავე დღეს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონის საკითხები რეგიონშივე უნდა გადაწყდეს. ფაშინიანს კი მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის ჩართულობით უნდა გაგრძელდეს.