ფაშინიანი: იესო ქრისტეს სახლი ანტიეროვნულ ჯგუფებს აქვთ მიტაცებული, ის უნდა გათავისუფლდეს

ფაშინიანი: იესო ქრისტეს სახლი ანტიეროვნულ ჯგუფებს აქვთ მიტაცებული, ის უნდა გათავისუფლდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ეკლესია ანტიეროვნულ და დოგმატურ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ამბობს, რომ ამ ჯგუფისგან "იესო ქრისტეს სახლის" გათავისუფლებას თავად უხელმძღვანელებს.

"ამ პერიოდში არსებული ყველა დებატის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოვლინდა: კტრიჩ ნერსისიანს (სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ს საერო სახელი), ვაზგენ გალსტიანს, გევორგ აჯაფახიანს და ზოგიერთ სხვას, იესო ქრისტესთან და მის სწავლებებთან არანაირი კავშირი ან კონტაქტი არ გააჩნიათ. იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს. ამ გათავისუფლებას მე ვუხელმძღვანელებ", - წერს ფაშინიანი.