ფარბმანი ტვ იმედზე: ასეთ სიბინძურეს არ ვპასუხობ, თუმცა ვგრძნობ, რომ გამოხმაურება საჭიროა

ფარბმანი ტვ იმედზე: ასეთ სიბინძურეს არ ვპასუხობ, თუმცა ვგრძნობ, რომ გამოხმაურება საჭიროა

ტვ იმედმა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც Edison Reasearch-ის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ხმების 44% ჰქონდა მიღებული, თუმცა Edison-ის ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარბმანი აღნიშნავს, რომ შედეგები გამოკითხვის დახურვის დროს თანაბარი - 50% ტრამპი, 50% ჰარისი - იყო. მისივე თქმით, მსგავს სიბინძურეს არასოდეს პასუხობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმედი სამთავრობო არხია გრძნობს, რომ გამოხმაურება საჭიროა.

"ედისონმა აშშ-ის არჩევნებშიც ააცილა", - წერს ტვ იმედი.

ფარბმანი აღნიშნავს, რომ განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების არჩევნები გაყალბებისგან თავისუფალი იყო.

"Edison Research-ის შედეგები გამოკითხვის დახურვის დროს - 50% ტრამპი, 50% ჰარისი - იყო. ამასთან, Edison-მა სამშაბათიდან მოყოლებული 600-ზე მეტი სხვადასხვა დაპირისპირების გამარჯვებული დაასახელა და არც ერთხელ არ შემცდარა. განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების არჩევნები გაყალბებისგან თავისუფალი იყო", - წერს Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი.