პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა და შესაბამის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა.

აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შესვლა 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთში სამუშაოდ ან სწავლის მიზნით ჩადიოდა. ახლა მათთვის შეზღუდვები მოხსნილია.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. მანამდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.