პუტინმა რუსეთში გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა

პუტინმა რუსეთში გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა.

განკარგულების თანახმად, ეს იქნება შესაძლებელი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების შემთხვევაში. შესაბამისი დოკუმენტი საკანონმდებლო ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, სახელისუფლებო გამოცემა RiaNovosti წერს, რომ კანონით იკრძალება სამედიცინო ჩარევები, მათ შორის მედიკამენტოზური, რომლებიც სქესის შეცვლისკენ არის მიმართული.

მედიის ცნობით, კანონი არ ეხება იმ ტიპის ჩარევას, რომელიც "ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიის მკურნალობას ითვალისწინებს".

ამავე კანონით, თუ დაქორწინებულ წყვილში ერთ-ერთი სქესს შეიცვლის, ქორწინება ანულირდება. კანონის სხვადასხვა პუნქტი არ ვრცელდება უკვე იმ ადამიანებსა და წყვილებზე, რომლებმაც სქესი [კანონის] მიღებამდე შეიცვალეს.