პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებაზე მზაობას გამოთქვამს

პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებაზე მზაობას გამოთქვამს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებაზე მზაობას გამოთქვამს, თუმცა განაცხადა, რომ ამისთვის ჯერ შესაფერისი დროისა და ადგილის დაზუსტებაა საჭირო.

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა იმედი, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი განაგრძობს თავის ძალისხმევას რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.

"როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმები ორი სრულიად საპირისპირო დოკუმენტია, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთო ენის გამოსანახად.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპის [გარდაცვლილ ჯარისკაცთა გვამების გაცვლის] დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გავმართავდით. საერთო ჯამში, ამისთვის მზად ვართ. დრო და ადგილი უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრის სტამბოლში ჩასატარებლად.

რაც შეეხება ზუსტ თარიღს, ეს ორივე მხარის დელეგაციის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია - და სხვათა შორის, ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან. ისინი რეგულარულად საუბრობენ ტელეფონით. ამჟამად ისინი შემდეგი შეხვედრის დროს განიხილავენ. რაზე იქნება შეხვედრა? ის ორივე მხარის მემორანდუმების განხილვაზე უნდა იყოს ორიენტირებული", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა არ თქვა, პირადად დაესწრება თუ არა მოლაპარაკებებს, თუმცა ასევე არ გამორიცხა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობაც.

"[ტრამპთან] შეხვედრა სრულიად შესაძლებელია, ჩვენი სიამოვნებით მოვემზადებოდით ამისთვის", - განაცხადა მან.