რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ "რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებას".
პუტინმა ამ თემაზე პროპაგანდისტულ, პროსახელისუფლებო მედიებთან - როსია 1 და რია ნოვოსტი ისაუბრა. მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მზად რუსეთი, გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით:
"იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ყველაფერი გვაქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია"- თქვა მან.