პუტინი: მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავდასხმის შემთხვევაში

პუტინი: მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავდასხმის შემთხვევაში

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმის შემთხვევაშიც კი "იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი".

პუტინის თქმით, "დოკუმენტის განახლებულ რედაქციაში ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესია, რომელშიც ეხმარები ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო, უნდა განიხილებოდეს როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე".

"გარდა ამისა, მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავდასხმის შემთხვევაში, მათ შორის თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის რუსეთს და ბელარუსს"- თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ეს საკითხები შეთანხმებულია ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთანაც.