პუტინი ჩინეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

პუტინი ჩინეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

21 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრემიერმინისტრ ლი ციანგს შეხვდა. მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების საკითხი განიხილებოდა.

"ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, წარმატებით ვითარდება..."- განაცხადა პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე.

პუტინმა თქვა, რომ ჩინეთთან ერთად "ფართომასშტაბიანი გეგმები" აქვს.

ჩინეთის პრემიერმინისტრმაც განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა "უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა".