პუტინი აზერბაიჯანში ჩავიდა და ალიევს შეხვდა

პუტინი აზერბაიჯანში ჩავიდა და ალიევს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბაქოში ჩავიდა. აეროპორტში მას აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი, იაკუბ ეიბოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდნენ.

მოგვიანებით ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს "არაფორმალურ გარემოში" შეხვდა.

რუსული მედია წერს, რომ პუტინი და ალიევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის "ურთიერთობების ნორმალიზების" საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, საუბარი შეეხება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო პრობლემებს".

პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს, 19 აგვისტოს დასრულდება.