![აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b3286c4e-83fc-427e-bb32-5b475570fd73.jpg)
ონლაინ მედიის, პუბლიკის ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.
ადმინისტრაციულ წარმოებაზე სასამართლო პროცესი 25 თებერვალს 16 საათზეა ჩანიშნული.
როგორც პუბლიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საუბარია 29 ნოემბერს [28 ნოემბერის ღამე] განვითარებულ მოვლენებზე – ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.
"შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ქეშელაშვილი არ დაეთანხმა პოლიციელთა მიერ შევსებულ დაკავების ოქმს და მაშინვე უარი განაცხადა მასზე ხელმოწერაზე.
მას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მასზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა", - წერს პუბლიკა.
საქმეზე ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.