ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უნდა გაიმარჯვოს თუ არა უკრაინამ რუსეთთან ომში, ვოლსკიმ "პროვოკაციული" უწოდა.
"აქ გადაყვანა ამ ემოციურ რაკურსში აი ამ თემების არის კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბინძური პოლიტიკა, რომელიც ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს. ეს არის პროვოკაციული შეკითხვა, რომელიც არ უნდა დაუსვა არც ამერიკელს, არც ქართველს. დავამთავრე მე მაგ თემაზე", - ამბობს ვოლსკი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.