ოჩამჩირის საზღვაო ფლოტის გარდა რუსეთი ცდილობს, სწრაფად გადაწყვიტოს ბიჭვინთის აგარაკებისა და 180 ჰექტარი ტერიტორიის საკითხიც. მარიონეტულმა რეჟიმმა გარიგების გაფორმება ერთი დღით გადმოწია. ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქციები დაიწყო. ხალხი ე.წ. პარლამენტთანაა შეკრებილი. შენობის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დაძაბულობას ელოდებოდა მოსკოვი, ამიტომ სოხუმში წინასწარ გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.