პროკურატურამ ჭაბუკიანის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ჭაბუკიანის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

როგორც ცნობილია, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.