პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდება კიდევ 17 ადამიანს წარუდგინა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდება კიდევ 17 ადამიანს წარუდგინა

"ოცნების" პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 17 ადამიანს წარედგინა.

ირკვევა, რომ აქედან 15-ს პროკურატურა ორი მუხლის - სტრატეგიული და განსაკუთრთებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - დარღვევას ედავება.

ხოლო ია დარახველიძეს და ავთანდილ სურმანიძეს პროკურატურა მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ირკვევა, რომ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან მიმართებაში, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებით სახით, საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სახვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებვით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებით სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

"4 ოქტომბერს ძალადობაში მონაწილოების ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარედგინა. საქართველოს შსს-ში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ ამირან დოლიშვილმა, გიორგი ქორქიამ, ზაქრო ალბუთაშვილმა, ირაკლი ჩხვირკიამ, ანტონ უპერმა, ანტონ ვარდანიძემ, გიორგი მულაძემ, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ჩახუნაშვიულმა, რამაზ მამულაძემ, გენადი კუპრეიშვილმა, ალექსანდრე ჩილაჩავამ, სულხან ტუღუშმა, ლევან ჯიქიამ და ლაშა ივანაძემ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.

შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავებისათვის წინააღდმეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა ნივთებს, რითაც აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცავების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული კიდევ 2 პირი - ია დარახველიძე და ავთანიდილ სურმანიძე, სხვა პირებთან ერთად, სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და ამათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 8-9-10 ოქტმბერს დააკავეს. ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს, ანტონ ვარდანიძეს დაუსწრებლად., ხოლო გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრთებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სასჯელის სახედ და ზომად 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ია დარახველიძეს და ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილთ წარეგინათ, რაც გულისმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სასჯელის სახედ და ზომად 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 2 ბრალდებუილის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლბით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვლს სახვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებით სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, აღნიშნულ სისხლისსამართლის საქმესე უკვე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ორგანიზატროები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.

ამავდროულად 2025 წლის 4 ოქტომბრის ფაქტებთან დაკავშირებით დამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა", - აცხადებენ პროკურატურაში.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.