პროკურატურა: მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურა: მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

უწყების ცნობით, 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.

"პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.