პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც მევალის მოკვლა სცადა.
უწყების განცხადებით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
"დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ნ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა.