
პროკურატურის ცნობით, ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი ადამიანი მოლარეს "პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით" თავს დაესხნენ და 2145 ლარი მოიპარეს.
აღნიშნულის საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ადამიანი დამნაშავედ ცნო და მათ 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ", - წერია უწყების განცხადებაში.