პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ ნიკა გილაური პრემიერობის კანდიდატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ ნიკა გილაური პრემიერობის კანდიდატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკა გილაური სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი არ არის.

ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ნიკა გილაური ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, თუმცა უარყოფენ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გილაური პრემიერობის კანდიდატია.

"პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.