ვიცი, რომ თქვენს მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, რომ დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება; რომ დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არაფრის, რადგან თქვენ ხართ სწორ გზაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ამისთვის, ეს გამარჯვება უნდა იყოს ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე - ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის და არც 1 კვირაში, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი. მე ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები. ეს ქარტია, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.