პრეზიდენტი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული

ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც აქ ცხოვრობენ, მე ვიტყოდი, რომ ნუ გეშინიათ. ხმები იქნება დაცული, არის დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა, ის ხმები და ჭორები, რაც ვრცელდება, რომ ეს აპარატები რაღაცას მოიცავს და შეიძლება, რომ იცოდნენ ვინ, ვის აძლევს ხმას, ეს ჭორები არის გავრცელებული, იმისთვის რომ ხალხში გაჩნდეს ეჭვი და შიში, ეს არ არსებობს, ეს არის ისეთი ელექტრონული პროცედურები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამას, არ წავა იმაზე, რომ თავისი რეპუტაცია საქართველოს არჩევნების გულისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამიტომ, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული, თუ მივა. აუცილებელია, რომ არავინ დარჩეს სახლში, არავის შეეშინდეს არჩევნებზე მისვლის.

რაც შეეხება ივანიშვილის გუშინდელ მცდელობას, დააშინოს ხალხი პარტიებით, დაჭერებით, ნუ უსმენთ. ეს არის ჩვენ ხელში, მთავარია მობილიზაცია. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იცვლება ხელისუფლება, თუ კი ამომრჩევლები, მთელი მოსახლეობა, მზად არის იმისთვის, რომ გამოვიდეს და თავისი ხმა და ნება გამოხატოს.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში. მან მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ამომრჩევლის ხმა ფარული იქნება.