პრეზიდენტი: პოლონეთის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ, ევროპული მომავალი კვლავ გაგვაერთიანებს

პრეზიდენტი: პოლონეთის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ, ევროპული მომავალი კვლავ გაგვაერთიანებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტსა და პოლონელ ხალხს საქართველოს გვერდში დგომისთვის, "განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში" მადლობა გადაუხადა.

"მადლობა პრეზიდენტ ანდჟეი დუდას და პოლონელ ერს საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი, რეპრესიებისა და ტერორის იმ ბნელ და მძიმე წუთებში.

ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ქართველები პოლონეთის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ჩვენი ევროპული მომავალი კვლავ გაგვაერთიანებს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.