
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 17 ოქტომბერს შეხვდებიან.
ამის შესახებ Financial Times სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის დაყოლიების საკითხი იქნება.
ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ბოლოს სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში შეხვდნენ.