პრეზიდენტი ოცნების ბანერებზე: ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს - "ღირსებით" ჯოჯოხეთისკენ!

პრეზიდენტი ოცნების ბანერებზე: ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს - "ღირსებით" ჯოჯოხეთისკენ!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება, რომლებზეც დაბომბილი უკრაინაა ასახული და ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს

"ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … "ღირსებით" ჯოჯოხეთისკენ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

***

ახალ პროპაგანდისტულ ბანერებზე ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა. ბანერებზე ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.